“ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე, გულწრფელად მსურს, აღვნიშნო ბატონი პრემიერის მრავალმხრივი, ჰოლისტიკური ხედვა ყველა საკითხის ირგვლივ”, – ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე აცხადებს.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარება რაციონალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
“ერთმნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარება კარგად გააზრებული, გონივრული და რაციონალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს – იმ ნაბიჯებისა, რომლებიც სახელმწიფოებრიობის არსებით და მომავალზე ორიენტირებულ პლატფორმას წარმოადგენს.
ამ საქმისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯეროვნად და რელევანტურად მოფიქრალი ადამიანი.
ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე, გულწრფელად მსურს, აღვნიშნო ბატონი პრემიერის მრავალმხრივი, ჰოლისტიკური ხედვა ყველა საკითხის ირგვლივ, რაც, პრაქტიკულად, უპირობო გამარჯვებისა და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის უმნიშვნელოვანესი იარაღია.
ძალიან კარგად მესმის და ვიცი საგანგებო მდგომარეობის არსი და თვისობრივ/ტექნიკური დეტალები, კიდევ უფრო მეტად ვარ გაკვირვებული, თუ როგორ მოახერხა პრემიერმა, სრული „უჟანგბადობის“ პერსპექტივით არსებულ რეალობაში გამოენახა და გადაენახა „ჟანგბადი“ ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებისათვის.
მან ჯანდაცვის სამინისტროს „ზრუნვის სამინისტრო“ უწოდა. თუმცა ამ ზრუნვაში მთავარი „დამნაშავე“ თავად პრემიერი გახლავთ”, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.