ეკატერინე ტიკარაძე: შემოდგომაზე, როცა მოხდება კოვიდინფექციის თანდართვა სხვა ვირუსულ ინფექციასთან, შესაძლოა, კოვიდინფექციის მართვა გაცილებით რთული იყოს

„კოვიდინფექცია არსად წასულა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტალღებზე, ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური მონაცემებით”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსული ინფექცია მართულია.

„კოვიდინფექცია არსად წასულა და, აქედან გამომდინარე, ეს არის პროცესი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტალღებზე, ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური მონაცემებით.

ამ ეტაპისთვის ეს რისკი საქართველოში არ დგას, რადგან კოვიდინფექცია არის მართული, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით სხვა ქვეყნებს, როდესაც პირველი ტალღა იყო გაცილებით მცირე, ხოლო მეორე გაცილებით უფრო დიდი. ჩვენც ასევე ველოდებით შემოდგომაზე, როცა მოხდება კოვიდინფექციის თანდართვა სხვა ვირუსულ ინფექციასთან, შესაბამისად, შესაძლოა, კოვიდინფექციის მართვა გაცილებით რთული იყოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები