ეკატერინე ტიკარაძე: აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ დაეხმარება საქართველო სომხეთს კორონავირუსის ინფექციის მართვაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, თუ როგორ დაეხმარება საქართველო სომხეთს კორონავირუსის ინფექციის მართვაში.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარება ეფექტური იყოს.

„ჩვენ გვაქვს დეტალური მოლაპარაკებები სომხეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის სისტემის ყველა წარმომადგენელთან. ჩვენ გვქონდა არაერთი ონლაინჩართვა და კონსულტაცია მათთან ერთად. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ვჯერდებით, თუ რა საჭიროებები აქვთ მათ, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე  – როგორც სომხეთის რესპუბლიკისთვის, რომ ჩვენ მიერ გაწეული დახმარება იყოს ეფექტური. ჯერ არ დავხმარებივართ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები