მამუკა მდინარაძე: უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრაზე საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდე

“უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრაზე საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იგორ დოლჰოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები, პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებები და საარჩევნო კანონმდებლობის საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს.

„უკრაინასა და საქართველოს საერთო გამოწვევები და საერთო პრობლემები გვაქვს, ასევე, ოკუპანტის სახით საერთო მტერიც გვყავს. უკრაინელ დიპლომატთან შეხვედრაზე საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა მეგობრული საუბარი, როგორც ეს ჩვენს ქვეყნებს შეესაბამება. საქართველოსა და უკრაინას შორის დღეს არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს ხელს უწყობს ის საერთო ინტერესები, რაც ორივე ქვეყანას გვაქვს. შეხვედრაზე პანდემიით გამოწვეულ ვითარებასა და მისი დაძლევის გზებზე ვისაუბრეთ. ელჩმა ეპიდემიის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ წარმოუდგენელი შედეგები დადო პანდემიასთან ბრძოლისა და შესაბამისი მენეჯმენტის თვალსაზრისით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები