ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა შორის სამი კურსანტი და ერთი სამხედროა.

ამის შესახებ ე.წ. მთავარი სანიტრის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფექციურ განყოფილებაში 38 ადამიანი მკურნალობს.

სულ ე.წ.რესპუბლიკაში ინფიცირების 81 შემთხვევაა გამოვლენილი.

კარანტინზე მეთვალყურეობის ქვეშ 223 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები