მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობას” და მის კლასტერს ვერც ცალკე პრორუსულს ვერ დაარქმევ – ეს პროსათავისო ხალხია

„ეს გამიჯვნა შემთხვევითი არ ყოფილა და ეს მოსალოდნელიც იყო. დროებითი ერთ-ორდღიანი სიხარული, რაც ოპოზიციას ჰქონდა, რომ თითქოს კონგრესმენები დაირაზმნენ სათქმელად, რომ ჩვენ პრორუსელები ვართ, თყუილი აღმოჩნდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესმენების ანგარიშის შინაარსის საწინააღმდეგო ჩანაწერი იყო ეს ერთი ფრაზა, რასაც თავისი ახსნა უნდა ჰქონოდა.

„ანგარიშის ყველა ფრაზა, ყველა წინადადება, ყველა სიტყვა არის პოზიტიური, რომ საქართველოს პროდასავლურობა არის უმაღლეს ნიშნულზე და ერთი ფრაზა საერთოდ თავდაყირა აყენებდა ამ ყველაფერს”, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი ინფორმაციით, ამ უცნაურ ჩანაწერს წერტილი დაუსვა დონ ბეიკონმა, რომ დოკუმენტი არ იყო მათი შედგენილი, ის გაემიჯნა ამ ფრაზას და მხარი დაუჭირა დოკუმენტის დანარჩენ, მთლიან ნარატივს. „აღმოჩნდა, რომ ტექნიკური პერსონალის ჩაწერილი იყო ეს ფრაზა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რას აკეთებს „ქართული ოცნების” ლობისტი, ჩვენი ობისტი უზრუნბველყოფს მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მიიტანოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი ცდილობს დააზიანოს „ქართული ოცნება” და ამით ქვეყნის ინტერესები. ეს განსხვავებაა ჩვენ შორის”, -აღნიშნა ვიცესპიკერმა.

მისი თქმით, ხელისუფლება იბრძვის, ამერიკის შეერთებული შტატები სრუფასოვნად საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იყოს.

„ ამას ჩვენ ვაღწევთ, ყველა დოკუმენტში და ყველას განწყობაში ეს აისახება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ინტერესები იყოს გატარებული.

„როცა სიტყვით ხარ პროდასავლელი, ხოლო საქმით – რუსულ საქმეს აკეთებ, ამას ჰქვია „პიარული თავხედობა”. ეს არის სწორედ ის, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს და რეალურად პროდასავლურია საქმითაც და სიტყვითაც, დააბრალო ის, რასაც შენ საქმით აკეთებდი. „ნაცმოძრაობას” და მის კლასტერს ვერც ცალკე პრორუსულს ვერ დაარქმევ. ეს „პროსათავისო ხალხია”. მათი ერთადერთი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ქვეყნის ჯიჯგვნა. მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები