ოკუპირებულ აფხაზეთში კორონვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, – განაცხადეს ე.წ. ოპერატიულ შტაბში.
აღინიშნება, რომ ინფიცირებული სამშობლოში რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, რომელსაც უახლოეს საათებში გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსებენ.
გასულ დღე-ღამეში ტესტირებისთვის ბიომასალა 32 ადამიანს აუღეს და მათგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადასტურებული.
ასევე, დღეს 8 პაციენტი იქნა გაწერილი.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 ადამიანი გუდაუთის ჰოსპიტალში მკურნალობს.