კიევში სკოლის დირექტორი COVID-19-ით ინფიცირების ფაქტს მალავდა
კიევში ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი მალავდა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და სამსახურში დადიოდა.
ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველები ფაქტის გამოძიებას დაიწყებენ.
“შოკისმომგვრელი ფაქტი გვაქვს – სკოლის დირექტორი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, უამრავ ადამიანთან იმყოფებოდა კონტაქტში. მას არავისთვის უთქვამს და სამსახურში დადიოდა. სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყება”, – თქვა კლიჩკომ.
მისივე თქმით, ქალაქში სამ საბავშვო ბაღში ვირუსით ინფიცირების ან მასზე ეჭვის არსებობის ფაქტებია გამოვლენილი.
“სამივე საბავშვო ბაღი დახურულ იყო, მაგრამ გახსნისთვის ემზადებოდნენ. თუმცა, ისინი დახურული დარჩება”, – განმარტა უკრაინის დედაქალაქის მერმა.
15 ივნისის მონაცემით, უკრაინაში კორონავირუსის 31 810 შემთხვევაა გამოვლენილი, 901 ლეტალური შემთხვევაა, 14 253-მა პირმა დაავადება დაამარცხა.