ლევან გოფოძე: ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 მედპერსონალია მოთავსებული

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანლის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტი მკურნალობს, აქედან 11 მედპერსონალია.

მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 2 ადამიანი კი განსაკუთრებით საყურადღებოა.

“ამჟამად, კლინიკაში 30 პაციენტია, აქედან კორონავირუსი 26-ს აქვს დადასტურებული. გუშინდელი ანალიზების მიხედვით, 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდან და 2 მედდაა. განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი გვყავს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა. ასევე, გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული სხვადასხვა ხარისხის და ისინიც არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში.

რაც შეეხება მედპერსონალს – მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არცერთს  აქვს, მაგრამ ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 11 მედპერსონალია, ჯამურად, ჩვენი დაინფიცირებული, ასევე, 11 მედპერსონალია კარანტინში. გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს. დანარჩენი ახალი 3 ინფიცირებული პაციენტების კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. მე როგორც ვიცი, მათი კონტაქტები, მეტნაკლებად, ცნობილია, მაგრამ ეს გუშინ საღამოს დადასტურდა და ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1 პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც პნევმონიაა და ეს პაციენტით გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში”, – განაცხადა გოფოძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები