“როგორც ჩვენ ვემზადებით, რომ თუ ზამთარში მეორე ტალღა მძლავრად შემოგვიტევს, ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, ასევე ყველა უნდა ფიქრობდეს, შემოდგომაზე რა მოხდება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთარში კორონავირუსის მეორე ტალღა თუ ძლიერი იქნება, ჯანდაცვის სისტემა შესაბამისად იყოს მომზადებული.

მისივე თქმით, ასევე, ყველა უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ რა შეიძლება, მოხდეს შემოდგომაზე.

„ზამთარი რომ მოდის, ჩვეულებრივ, მაშინ მოდის ხოლმე რესპირატორული დაავადებები, ისევე როგორც ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ თუ ზამთარში მეორე ტალღა მძლავრად შემოგვიტევს, ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, ასევე, ყველა ვინც არის ამ ქვეყანაში უნდა ფიქრობდეს, რა მოხდება შემოდგომაზე და წინასწარ, ახლა უნდა იყვნენ მზად იმისთვის, როგორ სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება, მოხვდეს ქვეყანა“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები