ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 78 ინფიცირებულია.

ვირუსი სამშობლოში რუსეთიდან დაბრუნებულ ორ კურსანტს დაუდასტურდა.

ამის შესახებ ე.წ. მთავარი სანიტარის მოადგილე ანა გაგლოევამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსზე სულ 49 ტესტი გაკეთდა და მხოლოდ ორი აღმოჩნდა დადებითი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები