ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 72 ინფიცირებულია.

ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთაგან ორი კურსანტია, სატვირთოს ერთ მძღოლი და ერთი სამხედრო.

კოჩიევას თქმით, საავადმყოფოში 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან 30 რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტებია, 36 ადამიანია გამოჯანმრთელდა, მათ შორის ორი – ბოლო 24 საათში.

სულ ე.წ. რესპუბლიკაში კორონავირუსზე 1900 ტესტი გაკეთდა, დაკვირვების ქვეშ 269 პირი იმყოფება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები