კახეთში ჩვილი დედამ პოლიეთილენის პარკში გახვეული ქუჩაში დატოვა

​კახეთში, სიღნაღში პოლიციამ პოლიეთილენის პარკში გახვეული მიტოვებული ჩვილი იპოვა. ბავშვი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. “კვირას” ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ჩვილის დედაც, რომელიც ასევე კლინიკაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ის აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილი ეგონა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს იმისთვის, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

ანზორ მამულაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები