თურქეთი ავიამიმოსვლას 11 ივნისიდან განაახლებს

თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 11 ივნისიდან საერთაშორისო ფრენებს იწყებს, რომლებიც მარტის ბოლოდან აღარ შესრულებულა.

კომპანიის ფრენების განრიგში აღნიშნულია, რომ 11 ივნისს პირველი რეისები გერმანიის 5 ქალაქში შესრულდება: ბერლინში, ფრანკფურტში, შტუტგარტში, მიუნჰენსა და დუსელდორფში, ასევე, შესრულდება ლონდონისა და ამსტერდამის რეისები.

10 ივნისის მდგომარეობით, თურქეთში კორონავირუსით 172 114 ადამიანია ინფიცირებული, 4 729 ლეტალური შემთხვევაა და 144 598 გამოჯანმრთელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები