გიორგი კაკაურიძე: კომპენსაცია, დაახლოებით, 400 ათას ადამიანს აქვს აღებული
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 300-ლარიანი, ასევე, 1200-ლარიანი დახმარებები, დაახლოებით, 400 ათას ადამიანს აქვს აღებული.
„ყველაფერი, ჯერჯერობით, ერთი თვის არის გაცემული. მაისში დაიწყო გაცემა. აქ ვგულისხმობ ასევე სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებსა და სხვებს. 60 ათასზე გადაწყვეტილებაა მიღებული, დაახლოებით, 90 ათასი განაცხადია, 3-4 ათასი განაცხადი შემოდის ყოველდღიურად და პროცესი მიმდინარეობს.
თითქმის ერთი თვეა დარჩენილი და ვფიქრობთ, ეს მოცულობა, რაც არის დაგეგმილი, 75 მილიონი, საკმარისი იქნება ამ მიმართულებით. ინფორმაციის მიწოდებაც დამატებით იქნება საჭირო.
შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებულია, დაახლოებით, 150 ათასი ადამიანი.150 ათასიდან, ჯერ მხოლოდ მესამედია მოსული“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ღევანდელ სხდომაზე.