აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა
აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით 202 783 პირია ინფიცირებული, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური წარმომადგენლობის განცხადებაში.
სტატისტიკის მიხედვით, 5540 პაციენტი გარდაიცვალა, 90 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების ყველაზე მეტი მაჩვენებელი დაფიქსირებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში – 52 991.
10 ივნისის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსი 7 241 079 ადამიანს აქვს დადასტურებული, 411 320 ლეტალური შემთხვევაა, ხოლო 3 385 674 პაციენტი განიკურნა.