სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 14 ათასს გადააჭარბა

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის კიდევ 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 14 103 დაავადებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში ვირუსს 10 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 227 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, კლინიკებიდან გაწერილი პაციენტების რიცხვი 5226-მდეა გაზრდილი, მკურნალობას 8573 პირი აგრძელებს.

სულ რესპუბლიკაში კორონავირუსზე 73 156 ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები