ფაშინიანი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შესაძლოა, გახანგრძლივდეს.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსაწინააღმდეგო წესების დაცვაზე კონტროლი გაძლიერდება, თუმცა მისი მიზანი არა ხალხის იძულება, არამედ მათი თვითშეგნების ამაღლებაა.

“არსებობს ვითარების დასტაბილურების ძალიან მცირე იმედი. მაგრამ ამან ჩვენი ყურადღება არ უნდა მოადუნოს, პირიქით, უნდა გაზარდოს”, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არსებობს საგანგებო მდგომარეობის გახანრგძლივების ალბათობა.
“ვფიქრობ, ეს რეჟიმი გახანგრძლივდება”, – აცხადებს ფაშინიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები