სააკაშვილი უკრაინის დაშლას პროგნოზირებს
უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა დაშლის პირას არის, რადგან ყველა რეგიონში გაძლიერებულია ადგილობრივი ძალები.
ამის შესახებ მან “უკრაინა 24-ის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ არ მოხდეს პოლიტიკური რუკიდან სახელმწიფო უკრაინის გაქრობა, საჭიროა რეფორმების ოპერატიული გატარება.
“როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანა შეიძლება, დაიშალოს – დიახ, თუ ცვლილებებს არ მოვახდენთ, რეალურ საქმეს არ გავაკეთებთ, ქვეყანამ შეიძლება, აღარ იარსებოს. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ – გაძლიერებულია ქვეყნის სამხრეთში, აღმოსავლეთში, დასავლეთსა და ჩრდილოეთის რეგიონებში ადგილობრივი ძალები, სადაც უნდა გაიხედოთ”, – თქვა სააკაშვილმა.