პატრუშევი: საქართველო და უკრაინა “ფერადი რევოლუციების” შემდეგ დასავლეთისგან რეალურ დახმარებას არ იღებენ
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის აზრით, სახელმწიფოებმა, სადაც “ფერადი რევოლუციები” მოხდა, აყვავების მაგივრად – როგორც მათ დასავლეთში ჰპირდებოდნენ, სხვადასხვა სფეროში ღრმა კრიზისი მიიღეს, ხშირად კი ეს ქვეყნები სამოქალაქო ომებმა მოიცვა.
ამის შესახებ პატრუშევმა გაზეთ “არგუმენტი ი ფაქტი”-სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლეს შემთხვევებში პოლიტიკური რეჟიმების დემონტაჟი დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირების ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა, ასევე, ტრანსნაციონალური კომპანიების ინტერესებში სპეცსამსახურების მონაწილეობით”.
“ამასთანავე, რესპუბლიკებმა, რომლებმაც “ფერადი რევოლუციები” გადაიტანეს, დაპირებული დემოკრატიზაციისა და აყვავების ნაცვლად, დესტაბილიზირებული პოლიტიკური სისტემა, კორუფციის ზრდა და ორგანიზებული დანაშაული მიიღეს, ასევე, ღრმა კრიზისი ეკონომიკასა და სოციალურ ურთიერთობებში, მოსახლეობის ცხოვრების დონის ვარდნა. ხშირ შემთხვევაში ასეთმა ქვეყნებმა სამოქალაქო ომები მოიცვა”, – თქვა პატრუშევმა.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მიმართ დიდი ინტერესის გამოჩენა დაიწყო, “ამასთან, სიღარიბის გარეშე ცხოვრების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაპირებების ფონზე, დსთ-ის ქვეყნები დასავლეთისგან არ ღებულობენ რეალურ დახმარებას, მხოლოდ დამოკიდებულებას, როგორც ეს უკრაინასა და საქართველოში ხდება”.