ბექა ლილუაშვილი – მყიდველები დაზღვეულები იქნებიან იმისგან, რომ მათი ფული უშუალოდ მიმართული იქნება კონკრეტულად სამშენებლო პროცესისთვის და ე.წ. პირამიდები აღარ იარსებებს სექტორში

ჩვენ გვაქვს საკმაოდ მწვავე და მძიმე გამოცდილება და დღემდე სახელმწიფოში გვყავს ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც დაზარალებული არიან დაუმთავრებელი მშენებლობების შედეგად. ჩვენ ამ ადამიანებს ყოველმხრივ ვეხმარებით, საუბარია 2008-2009 წლებში დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მყიდველები მომავალი წლის 1 იანვრიდან დაზღვეულები იქნებიან იმისგან , რომ მათი ფული უშუალოდ მიმართული იქნება კონკრეტულად სამშენებლო პროცესისთვის და ე.წ. პირამიდები აღარ იარსებებს ამ სექტორში.

„როდესაც გავაანალიზეთ, რომ დაახლოებით 25 000-მდე ადამიანმა საცხოვრებელი ბინის შესაძენად აიღო იპოთეკური სესხი და დადგა რისკი, რომ დეველოპერული სამშენებლო სექტორი დაზარალებულიყო კრიზისის გამო – ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ მოახერხებდნენ ბინის გაყიდვას, დეველოპერებს მოუწევდათ სამშენებლო პროცესის გაჩერება, რაც ერთის მხრივ ნიშნავს დაუმთავრებელ მშენებლობებს, მეორეს მხრივ ის ადამიანები ვინც ჩართული არიან უშუალოდ მშენებლობაში, შემდეგ უკვე როდესაც დასრულდება მშენებლობა ჩართული არიან რემონტში, სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში, რაც მათი შემოსავლის წყაროა უბრალოდ ეს შემოსავლის წყარო გაუქრებოდათ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მივხმარებოდით ამ სექტორს და ის ადამიანები, რომლებმაც უკვე სესხები აიღეს, გარკვეული ფინანსური ხარჯი გაწიეს, ელოდებიან როდის დასრულდება მათი შესყიდული ქონება, არ აღომოჩენილიყვნენ დარტყმის წინაშე და არ დაზარალებულიყვნენ დამატებით გარდა იმ ადამიანებისა ვინც უშუალოდ მშენებლობის პროცესშია ჩართული და სამსახურს დაკარგავდნენ. მყიდველები მომავალი წლის 1 იანვრიდან დაზღვეულები იქნებიან იმისგან , რომ მათი ფული უშუალოდ მიმართული იქნება კონკრეტულად სამშენებლო პროცესისთვის და ე.წ. პირამიდები აღარ იარსებებს ამ სექტორში. ყველა ეს ღონისძიება ორიენტირებულია იმისკენ, რომ სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები, ეს არის გაყიდვების პრობლემა, ფასების მერყეობის პრობლემა, მშენებლობის დასრულების პრობლემა ყველა ეს პრობლემა, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გადალახული და სექტორმა ჯანსაღად გააგრძელოს ფუნქციონირება. პირველ რიგში რა თქმა უნდა იმ ადამიანებმა ვინც დასაქმებულია ამ სექტორში გააგრძელონ შემოსავლის მიღება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები