გურამ ნიკოლაშვილი: საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა გახდა წინაპირობა, რითაც ქვეყანამ მოიზიდა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საჭირო ფინანსური რესურსი
„საქართველოს მთავრობამ, პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით, პანდემიის შესაჩერებლად ეფექტური ღონისძიებები გაატარა და ეს მიღწევა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ აღნიშნა”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის” დღის ქრონიკაში განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა გახდა იმის წინაპირობა, რითაც ქვეყანამ მოიზიდა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საჭირო ფინანსური რესურსი.
როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველო ხსნის შეზღუდვებს, აწესებს უსაფრთხოების რეგულაციებს და იწყებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას. სახელისუფლებო ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელება ამ მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, რაც აისახა კიდეც 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში.
„პარლამენტში დღეს შეტანილი საბიუჯეტო ცვლილებები კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ მომზადდა. 2020 წლის თავდაპირველი ბიუჯეტი არა მხოლოდ თანხვედრაში იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან, არამედ ასახავდა 2019 წლის ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა 5.1-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 51-პროცენტიან ისტორიულ მინიმუმს, კაპიტალური ინვესტიციების ზრდას მთლიანი შიდა პროდუქტის რვა პროცენტზე მეტით.
სწორედ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა გახდა იმის წინაპირობა, რითაც ქვეყანამ მოიზიდა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საჭირო ფინანსური რესურსი და უზრუნველყო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა.
ზიანი, რომელიც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მივიღეთ: ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 2020 წლის დასაწყისში განსაზღვრული იყო 13 მილიარდ 705 მილიონი ლარით, რომელსაც პანდემიის გავლენით დააკლდა მილიარდ 817 მილიონი ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი მცირდება 4 პროცენტით, არსებულ ბიუჯეტში მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები 600 მილიონით მცირდება, ხოლო ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებას 3.4 მილიარდი ლარი ესაჭიროება.
ფინანსთა სამინისტროს სწრაფმა და მოქნილმა კომუნიკაციამ უზრუნველყო ის ფაქტი, რომ საქართველო აღმოჩნდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში. ფონდისა და სხვა დონორებიდან მოძიებული ფინანსური რესურსის ჯამმა სამი მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობამ, პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით, გაატარა სანიმუშოდ ეფექტური ღონისძიებები პანდემიის შესაჩერებლად და ეს მიღწევა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ აღნიშნა. დღეს საქართველო ხსნის შეზღუდვებს, აწესებს უსაფრთხოების რეგულაციებს და იწყებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას. სახელისუფლებო ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელება ამ მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, რაც აისახა კიდეც 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.