ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის “ელჩი” სოხუმის აღიარებაზე – ყველა ქვეყანას კი არ შეუძლია დასავლეთის გამოწვევა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის “ელჩის”, ალექსეი დვინიანის თქმით, რუსეთი სოხუმს “საერთაშორისო აღიარებისა და ქვეყნებთან კონტაქტების დამყარებაში” ძალიან ეხმარება.
ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.
დვინიანის თქმით, ხშირად ეს საქმიანობა საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად ხორციელდება.
“ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ არ გვსურს, იმ ქვეყნებს მივაყენოთ ზიანი, რომლებიც მზად არიან, სამართლიანობის ხმას მოუსმინონ და აფხაზეთი აღიარონ, თუმცა თბილისის დასავლელი მფარველების მხრიდან ზეწოლისა და ხშირად პირდაპირი შანტაჟის ეშინიათ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობა აჩვენებს, რომ რესპუბლიკას თანაუგრძნობს მსოფლოს უამრავი ქვეყანა, რომელსაც მსგავსი ისტორია აქვს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბრძოლაში. თუმცა, ყველას არ შეუძლია, თავს უფლება მისცეს კოლექტიურ დასავლეთს, რომელიც საკითხში საქართველოს ინტერესებს იცავს, ანტირუსული განწყობების სანაცვლოდ, შეეწინააღმდეგონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზით”, – თქვა დიპლომატმა.