ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი შესაძლოა, აგვისტომდე არ გაიხსნას
ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი წელს შესაძლოა, აგვისტომდე არ გაიხსნას.
ამის შესახებ “ტასს” ე.წ.ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცმა განუცხადა.
მისი თქმით, 15 ივნისამდე ე.წ. რესპუბლიკაში შესვლა შეზღუდვებით ხორციელდება, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, შეზღუდვები მოიხსნება.
ამასთან, ბარციცი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ისიც არის უცნობი, როგორი იქნება ე.წ.ჯანდაცვის რეკომენდაცია ე.წ. საზღვრის გადაკვეთის წესების ნაწილში.
“მსურს, მივიღო კითხვებზე პასუხები: საკმარისი იქნება “კოვიდზე” ცნობა, რომელიც რუს ტურისტს ექნება თუ არა, თუ აფხაზეთში თავისი ცნობა იქნება; მთავრდება თუ არა რუსეთში თვითიზოლაციის რეჟიმი თუ არა, ანუ აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ, მოუწევთ თუ არა ტურისტებს ორკვირიანი კარანტინის გავლა და სხვა საკითხები”, – აღნიშნა ბარციცმა.
მისვე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ.ტურიზმის სამინისტროს მოკლე ვადებში შეუძლია ყველაფერი აამუშავოს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საკურორტო სეზონი მაისიდან-ოქტომბრამდე გრძელდება.