მედია: გერმანიაში, Amazon-ის საწყობში კორონავირუსის აფეთქებაა
გერმანიაში, ქალაქ ბად-ჰერსფელდში Amazon-ის ლოგისტიკური ცენტრის 17 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – წერს Spiegel-ი.
Amazon-ის წარმომადგენელმა გამოცემის შეკითხვაზე აღნიშნა, რომ, თანამშრომლების დაცვის მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან. მათივე თქმით, ჯერ კიდევ მარტის ბოლოდან იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, რომელთა შორის არის გაძლიერებული დალაგება, შენობაში შესვლამდე ტემპერატურის შემოწმება, დამცავი საშუალებების გამოყენება, სადეზინფექციო ხსნარები და სხვა აუცილებელი ზომები.
Spiegel-ი წერს, რომ პანდემიის დაწყებიდან ინფექცია დაფიქსირდა გერმანიაში კომპანიის სხვა ფილიალებშიც.
ასე, მაგალითად, პფორცჰაიმში სულ მცირე 7 შემთხვევა გამოვლინდა, ვინზენში კი სულ მცირე – 53.
აშშ-ში კი კომპანიის სამმა თანამშრომელმა დამსაქმებელს უჩივლა იმის გამო, რომ ისინი დასაქმებულთა ჯანმრთელობის დასაცავად არასათანადო ზომებს ღებულობენ, თუმცა “ამაზონში” ამ ბრალდებას უარყოფენ.