საქსტატი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7 %-ით შემცირდა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის 1-ელ კვარტალში 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის 1-ელი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია.
ეკონომიკის სექტორებს შორის, 2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა საფინანსო სექტორში ჩაიდო და 94.9 მილიონი დოლარი შეადგინა. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 73 მილიონი დოლარი დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა.
ყველაზე მეტად ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში შემცირდა. აღმიშნულ სექტორში შემოდინების ნაცვლად გამავალი საინვესტიციო ნაკადები დაფიქსირდა და ქვეყნიდან ინვესტორებმა 26 მილიონი დოლარი გაიტანეს.