რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ღიად მიუთითებს “რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებასა” და “შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაციის ჰიბრიდულ მეთოდებზე”.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” რუმინული რედაქცია წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, რუმინეთმა პროგრამულად გამოთქვა რუსეთისადმი დამოკიდებულება. აღინიშნება, რომ ფრაზა – “რუსეთის ფედერაციის აგრესიულობა” დოკუმენტში ორჯერ არის ნახსენები მაშინ, როდესაც უსაფრთხოების სფეროს აღწერა აშკარად მიუთითებს რუსეთის აგრესიულობაზე.
2020-2024 წლების სტრატეგია ასევე მიუთითებს “რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ნორმების დარღვევაზე”, რაც “ნატო-სა და რიგ დასავლეთის ქვეყნებთან უთანხმოებას ზრდის”.
გაესვა ხაზი “რეგიონში დაძაბულობის პოტენციალს, რუსეთის მიერ შემტევი პოზიციის გაძლიერებითა და მის მიერ გამოყენებული ჰიბრიდული მოწყობილობების გაუმჯობესების ჭრილში”.
ექსპერტების მიერ განსაზღვრულ 25 რისკფაქტორს შორის დასახელებულია “რუსეთის იმ შეიარაღების ნაწილში გამჭვირვალობის არარსებობა, რომელიც დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონშია განთავსებული”. უფრო ფართო კონტექსტში კი, აღინიშნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები.