სომხეთის პარლამენტში ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს

სომხეთის პარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური პარტიის, ოპოზიციიური “აყვავებული სომხეთის” ლიდერმა, გაგიკ ცარუკიანმა ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

პოლიტიკოსის თქმით, მთავრობას დაპირებების შესასრულებლად საკმარისი დრო ჰქონდა, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია.

“არ არის ინვესტიციები, ეკონომიკა არ ვითარდება, კორონავირუსთან ბრძოლა ჩავარდნილია”, – თქვა ცარუკიანმა.

კიდევ ერთ პარტიაში – “ნათელ სომხეთში”კი განაცხადეს, რომ მთავრობას რეფორმების გატარება არ შეუძლია.

პარტიაში ასევე აღნიშნეს, რომ “აყვავებულ სომხეთთან” საკითხზე მოლაპარაკებები არ გაუმართავთ, თუმცა ამის ალბათობას არ გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები