აშშ-ში დაკავების დროს გარდაცვლილ ჯორჯ ფლოიდს დღეს დაკრძალავენ
ჰიუსტონში დღეს, 25 მაისს პოლიციის ოფიცრის მიერ დაკავების დროს უხეში მოპყრობის შედეგად გარდაცვლილ აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდს დაკრძალავენ.
გუშინ კი ფლოიდთან დამშვიდობების ცერემონია გაიმართა. ეკლესიასთან სამგლოვიარო პროცესიის ორგანიზატორებმა გვირგვინი განათავსეს, რომელშიც თეთრი ვარდებისგან იყო გაკეთებული წარწერა – BLM – Black Lives Matters(“ფერადკანიანთა სიცოცხლეს აზრი აქვს”). შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს წარწერა დაედო ფონად იმ საპროტესტო აქციებს, რომლებიც ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის ყველა ქალაქმა, ასევე, მსოფლიოს სხვა ქვეყნები მოიცვა.
გასულ კვირას ფლოიდთან დამშვიდობების ცერემონიები გაიმართა მინეაპოლისსა და რეფორდში.