ჩინეთი რუსეთისა და აშშ-ის ბირთვულ მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება

ჩინეთი აშშ-სა და რუსეთის ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხუა ჩუნინმა განაცხადა.

“არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ჩინეთი არ გეგმავს ბირთვული განაიარაღების საკითხებში, ე.წ. სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას”, – თქვა ჩუნინმა.

რუსეთი და აშშ ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვენაში, სავარაუდოდ, 22 ივნისს გამართავენ.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეიარაღების კონტროლის საკითხებში, მარშალ ბილინგსლიმ თქვა, მოლაპარაკებაში ჩინეთიც არის მიწვეული. მან, ასევე, სოციალურ ქსელში კითხვებიც დასვა: “შემოგვიერთდება თუ არა ჩინეთი და გამართავს თუ არა ის კეთილსინდისიერ მოლაპარაკებას?”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები