სომხეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 13 675 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსს კიდევ 8 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 217 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, დაავადების დამარცხება 4451-მა პირმა შეძლო.