ზელენსკის კორონავირუსით დაინფიცირება უნდოდა – “იტყოდნენ, გიჟი ვარ და მართლებიც იქნებოდნენ”
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კორონავირუისთ დაინფიცირება სურდა, რათა ამ გზით ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ინფექცია “ჭირი” არ არის.
ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში თქვა.
“ამ ეტაპის გავლა მინდოდა, რომ ადამიანებს შვება ეგრძნოთ. როდესაც დეპრესიის მომენტი გვქონდა, შევიკრიბეთ და ჩვენებს შევთავაზე: “მოდით, მე დავავადდები, ჩემი მომენტალური იზოლირება მოხდებოდა და ამას ნორმალურად გადავიტანდი”. ადამიანებს ესმოდეთ, რომ ეს საშიშია, შენ შეიძლება, ავად გახდე, ცუდად იგრძნო თავი, ამასთანავე, ხალხი მიხვდებოდა, რომ ეს ჭირი არ არის. იმისთვის, რომ დეპრესია არ ყოფილიყო. თავიდან ძალიან საშიში მომენტი იყო, როდესაც ხალხს ეგონა, რომ ყველა მოვკვდებოდით”, – თქვა ზელენსკიმ.
თუმცა, მისი თქმით, იდეაზე მალევე უარი ითქვა – “გადავწყვიტეთ, რომ ეს ზედმეტია”.
ასევე, მისი თქმით, ამგვარ ნაბიჯს მას ოჯახი არ აპატიებდა. “იტყოდნენ, გიჟი ვარ და, პრინციპში, მართლებიც იქნებოდნენ”.