ეკა ბესელია: ვფიქრობ, ვაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, მათ შორის, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას

“ვფიქრობ, ვაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, მათ შორის, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მას საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, თუმცა შესაძლოა, მან, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კენჭი თბილისში იყაროს.

„მე არ მიმაჩნია, რომ სამაჟორიტარო ოლქების კვოტებით განაწილების პრინციპი სწორია. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას იმიტომ, რომ მაჟორიტარული არჩევნების მთავარი პრინციპი არის არა ის, რომელ პარტიას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, არამედ კანდიდატი რამდენად არის ძლიერი და მისაღები. როცა საუბარია კონსენსუსზე, გარკვეული შეთანხმების გზით პროცესის წარმართვაზე, აქ მნიშვნელოვანია, ვინ შეიძლება, იყოს უკეთესი კანდიდატი და არა ის სქემა, რომ ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომ კვოტები გავანაწილოთ პარტიებმა. კვოტები გაინაწილონ პროპორციულ სიასა და ბლოკებში, თუ უნდათ. ასეთი მიდგომა პრინციპულად არასწორი მგონია და არ ჩავერთვები ასეთ დიალოგში, სადაც საუბარია კვოტებით განაწილებაზე. მნიშვნელოვანი არის სახელი და გვარი, ვინ შეიძლება, იყოს უკეთესი კანდიდატი. რაც ეხება ჩემს გადაწყვეტილებას, არ ვჩქარობ, მაგრამ ვფიქრობ, ვაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, მათ შორის, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას. მიმაჩნია, ეს, განსაკუთრებით ახალი პარტიებისთვის, არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მეტი ამომრჩევლის მობილიზება მოვახერხოთ საარჩევნო დღეს. ვფიქრობ და არ ვჩქარობ, თუმცა იმ დისკუსიაში არ ჩავერთვები, ვინც კვოტებით აპირებს განაწილებას. გადაწყვეტილი არ მაქვს, ვფიქრობ თბილისზე“, – განაცხადა ბესელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები