თამარ არჩუაძემ ამბროლაურის აეროპორტის თანამშრომლებს საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნებული გაიდლაინები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, თამარ არჩუაძემ ამბროლაურის აეროპორტის თანამშრომლებს საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნებული გაიდლაინები გააცნო.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, როგორც მგზავრებმა, ისე აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა უნდა დაიცვან ის აუცილებელი მოთხოვნები, რომელიც საავიაციო სფეროსთვის დაწესდა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება.

სპეციალური მოთხოვნები და რეკომენდაციები ადგილობრივი აეროპორტებისთვისაც შემუშავდა.

,,ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებაში მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. საერთაშორისო აეროპორტების გარდა, ჩვენს ადგილობრივ დამსვენებლებსა, თუ საერთაშორისო მოგზაურებს სრულ მზადყოფნაში უნდა დახვდეს რაჭისა და სვანეთის აეროპორტებიც. მოთხოვნები ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტებისთვისაც უცვლელია – მთავარი მოთხოვნა აქაც მეტრნახევრიანი სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის პირბადის ტარება იქნება”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები