დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ლიდია ნემსაძე 100 წლის გახდა
დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ლიდია ნემსაძე 100 წლის გახდა. ვეტერან ქალბატონს, იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, ზვიად საბაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ლიდია ნემსაძე, სტუდენტი იყო, როცა ფრონტზე მოხალისედ წავიდა.
“ახალგაზრდა გოგონა მედდა გახლდათ. იგი ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეა. ომის დამთავრებამდე არ მიუტოვებია ქალაქი და ასობით ჯარისკაცისა თუ მშვიდობიანი მოქალაქისთვის აღმოუჩენია დახმარება. ქალბატონი ლიდია, ომის დასრულების შემდეგ, ისევ თავის მშობლიურ გორს დაუბრუნდა და მრავალი წელი თავის საყვარელ საქმეს ემსახურა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ ლიდიას 100 წლის იუბილეს და დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.