რუსუდან თევზაძე ოპოზიციას: გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ თქვენი დრო დასრულდა და დასამარდა, შეირგეთ ე.წ. კოჰაბიტაცია

“გულის ამრევი საზიზღრობაა ყოველივე ის, რასაც ე.წ. ოპოზიცია აკეთებს. გაბოროტებული ორი ნაციონალი ინდივიდი, მიზნობრივი პროვოკაციით, თავად ესხმის თავს კალაძეს და ღიმილნარევი, კმაყოფილი სახით გონია, რომ დავალება ხუთიანზე შეასრულა”,- ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.
“გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ თქვენი დრო დასრულდა და დასამარდა. შეირგეთ ე.წ. „კოჰაბიტაცია“, რომელიც ჩემთვის პირადად ცალსახად მიუღებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ იგი, მმართველი გუნდის პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.
თუ ვინმე გაბედავს და იკითხავს თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით, მათ საპასუხოდ ვწერ.
არა ბატონებო! კალაძეც ჩვეულებრივი ადამიანია, თქვენგან განსხვავებით, სამშობლოს მოყვარული და ღირსეული ადამიანური გრძნობებით სავსე, რომელსაც ნამდვილად აქვს სრული უფლება, ობიექტური ემოციის გამოხატვისა.
გაერთიანებულო ოპოზიცია“, თუ ნაციონალებო, თუ კიდევ რა მნიშვნელობა აქვს ვინ, ნერვებმა, სწორედ თქვენ გიმტყუნათ და მზად ხართ ყველაფერზე წახვიდეთ პირადი ინტერესებისათვის”,-წერს რუსუდან თევზაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები