ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ე.წ. რესპუბლიკაში 57 ინფიცირებულია.
ე.წ. მთავარი სანიტრის მოადგილის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსზე 30 ტესტი ჩატარდა, მათგან 12 იყო დადებითი. ყველა დაინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია.
ამასთან, ვირუსის დამარცხება 31 პირმა შეძლო, მეთვალყურეობის ქვეშ 239 ადამიანი იმყოფება, მათგან სამედიცინო დაწესებულების რეჟიმში 158 პირია.
ამასთან, აღინიშნება, რომ სამშობლოში დაბრუნება კიდევ 300-მდე კურსანტს სურს, რომელიც ე.წ.საზღრვის ჩაკეტვის შედეგად რუსეთში დარჩა. ყველა მათგანი დაბრუნების შემდეგ ორკვირიან კარანტინში მოთავსდება.