ნათია თურნავა: “ფეიკნიუსების” უკან ოპოზიციური ძალები დგანან, რომლებიც თამაშგარედ გრძნობენ თავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო პერიოდში ბევრი “ფეიკნიუსი” ვრცელდება, რომლის უკან ოპოზიციური ძალები დგანან.

მისი თქმით, ოპოზიციური ძალები თავს ახლა თამაშგარე მდგომარეობაში გრძნობენ, რადგან მთავრობა ეფექტიანად მუშაობს.

„ბოლო თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ბევრი „ფეიკნიუსის“ მნახველები ვართ. ზოგი ჩემს კოლეგებს ეხებოდათ, ზოგი პირადად მე მეხებოდა, ახლა პრემიერმინისტრზე ააგორეს. ამის უკან, რა თქმა უნდა, ოპოზიციური ძალები დგანან. ვინც ახლა თავს თამაშგარეთ გრძნობს, გამომდინარე იქედან, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და მართლაც, ძირითადი ინტერესი მთავრობის მიმართაა და მხარდაჭერაც ცალსახად ყველა რეიტინგში ჩანს, ასეთი ბოროტი სპეკულაციებით, რომელსაც მედიასაშუალებებიც იტაცებენ, ცდილობენ, რომ ამაზე ყურადღების გადატანა მოხდეს. მოსახლეობას მგონი ეს ნაკლებად აინტერესებს და ტყუილად ვკარგავთ დროს ამ „ფეიკნიუსზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები