“საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტს დადგენილ ვადებში წარედგინება და მასში ყველა ცვლილება იქნება ასახული, რასაც ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საბიუჯეტო ცვლილებებზე მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.
„ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ბიუჯეტის ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროსთან და პრემიერის ოფისთან ერთად. დადგენილ ვადებში შევა და ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც იყო გაცხადებული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემის გაზრდილი ბიუჯეტი, ასევე მიკრო გრანტების ბიუჯეტს 40 მილიონამდე ვზრდით მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი „აწარმოე საქართველში“ პროგრამებისთვის და, რა თქმა უნდა, რაც ჩვენი სამინისტროს გარეთ გადის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გაზრდილი ბიუჯეტი ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან მზად ვიყოთ თუნდაც მეორე ტალღისთვის და გავაძლიეროთ ამ მიმართულებით ჩვენი ინფრასტრუქტურა. ბიუჯეტში აისახება ყველა სოციალური დაპირება, დახმარება და პროგრამა, რაც აქამდე ითქვა”,- განაცხადა მინისტრმა.