ბელარუსს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რესპუბლიკის პრემიერმინისტრად რომან გოლოვჩენკო დანიშნა, რომელიც მანამდე სამხედრო-სამრეწველო სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანლობდა.
ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 9 აგვისტოს ჩატარდება, მთავრობის შემადგენლობის რეფორმირება გადაწყვიტა და 3 ივნისს პრემიერმინისტრი და მთლიანად მთავრობა გაათავისუფლა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის რადიკალურ ცვლილებას არ გეგმავს.
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, ისინი გამჭვირვალედ ჩაივლის.
ლუკაშენკო პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს. მას უფლებამოსილების მეხუთე ვადა 2020 წელს ეწურება.
ამჟამად, ქვეყნის ცესკო-ს პრეზიდენტობის 14 კანდიდატი ჰყავს დარეგისტრირებული, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, ლუკაშენკოც არის.