რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 441 ათასზე მეტია
რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 8831 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 441 108 დაავადებულია.
ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსს ერთ დღეში 169 პირი ემსხვერპლა, სულ 5 384 ლეტალური შემთხვევაა.
განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება ბოლო 24 საათში 8 666-მა პაციენტმა შეძლო, სულ კლინიკებიდან 204 623 ადამიანია გაწერილი.