სომხეთში კორონავირუსის 11 ათასზე მეტი შემთხვევაა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 11 221 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფლაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ვირუსს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 176 ლეტალური შემთხვევაა.
განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 3468-მა პირმა შეძლო.
როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა, ქვეყანაში მძიმე ვითარებაა შექმნილი, რადგან ჯანდაცვის სისტემა ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზებას ვერ ახერხებს. მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის 20 ათასამდე მატარებელია ისე, რომ ამის შესახებ არც იციან.