ფლოიდი, რომლის გამოც მსოფლიო აქციებმა მოიცვა, COVID-19-ით იყო ინფიცირებული – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა

25 მაისს დაკავების დროს პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების შედეგად გარდაცვლილი აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ამის შესახებ სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი.

სასამართლოს სამედიცინო ექსპერტის, ენდრიუ ბეიკერის თქმით, ფლოიდს “კოვიდ-19”-ზე დადებითი პასუხი 3 მაისს მიუვიდა, თუმცა, მისივე თქმით, ვირუსი გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა.

ჰენეპინის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, 46 წლის აფროამერიკელის გარდაცვალების მიზეზი ჰაერის უკმარისობა გახდა.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში მასშტაბური არეულობა მოჰყვა. ათობით ქალაქში ხალხი რასიზმს აპროტესტებს. ამერიკელ ხალხს მხარს ქვეყნის სხვა ქვეყნებშიც უჭერენ, სადაც მცირე მასშტაბის აქციები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები