ფაშინიანი: ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის
“სომხეთში ეპიდვითარება უარესდება, სამედიცინო დაწესებულებები უკვე ვეღარ ახერხებენ ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაციას”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
“ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის. ეპიდვითარება უარესდება, გუშინ 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებები ისეთ მდგომარეობაში არიან, როდესაც ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ვერ ვახერხებთ”, – თქვა სომხეთის პრემიერმა.
მისი თქმით, ერთ დღეში ვირუსისგან 6 ადამიანი გარდაიცვალა.
ფაშინიანის თქმით, ასეთი სწრაფი მატება მეტყველებს იმაზე, რომ სომხეთში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, თუმცა, როგორც ჩანს, სამედიცინო დახმარების მიღებას დროულად ვერ შეძლებენ.
“როდესაც 100 დაავადებულია და სამედიცინო დახმარებას 25 საჭიროებს, ამას ვუმკლავდებით, მაგრამ როდესაც 10 ათასი პაციენტია, ჯანდაცვის სისტემა მხოლოდ 2,5 პაციენტის დახმარებას ახერხებს”, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმინისტრმა.
მისივე თქმით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 20 ათასამდე მატარებელია, თუმცა ამის შესახებ არ იციან.