ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 45 ინფიცირებულია.
ე.წ. მთავარი სანიტრის მოადგილის, ანა გაგლოევას თქმით, გასულ დღე-ღამეში ვირუსზე 20 ტესტი გაკეთდა და მათგან მხოლოდ სამი იყო დადებითი.
ასევე, აღინიშნება, რომ 31 ინფიცირებული კლინიკებიდან უკვე გაწერილია, მკურნალობას 13 პირი განაგრძობს.
მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 154 ადამიანი იმყოფება.