ბჟანია – “საქართველოში მილიარდი რუბლის ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია გადის”

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდი რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის.

ამის შესახებ მან აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

“ჩვენი საბაჟო კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით, წელიწადში თხილის მოსავალი 11-12 ტონას შეადგენს. აქედან მაქსიმუმ 10% გადის რუსეთში, დანარჩენი საქართველოში მიდის და მიღებული ფული ისეთი ადამიანების ჯიბეში რჩება, ვინც კონტრაბანდას ეწევა”, – აღნიშნა ბჟანიამ.

მან აღნიშნა, რომ საჭიროა სახელმწიფო საზღვრების კონტროლის საკითხების გადახედვა.

ბჟანიამ, ასევე, განაცხადა, რომ საჭიროა “ფსოუს” გამშვები პუნქტის გაუმართლებლად რთული სამუშაოს რეჟიმის შეცვლა. არსებობენ ისეთი საკონტროლო ორგანოები, რომლებიც იქ საჭირო არ არის”.

“რუსულ მხარეს თავისი არგუმენტები აქვს, თუ რატომ უნდა იყოს იქ ამდენი საკონტროლო ორგანო და ერთ-ერთი არგუმენტია ის, რომ მათ აფხაზეთიდან იარაღის არაკონტროლირებადი ნაკადის ეშინიათ. გამოდის, ჩვენ ჩვენი იარაღი კონტროლზე უნდა ავიყვანოთ”, – თქვა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები