თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია “თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებია:

გლდანის რაიონი – 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის პირველ მიკრორაიონსა (ნაწილობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ახალდაბის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძისა და ლევან მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, საბურთალოს, გივი კარტოზიასა და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის პორველი კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები