ირაკლი კობახიძე: აუცილებლად იქნება ზომები მიღებული იმისთვის, რომ არჩევნები ეპიდემიის გავრცელების წყარო არ გახდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისთვის, რომ არჩევნები ეპიდემიის გავრცელების წყარო არ გახდეს, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს.

“აუცილებლად იქნება მიღებული ზომები იმისთვის, რომ არჩევნები, განსაკუთრებით, არჩევნების დღე ეპიდემიის გავრცელების წყარო არ გახდეს. საუბარია შესაბამის ეკიპირებაზე, პირბადეებზე, დამატებითი ზომები იქნება მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციის საუბნო კომისიის წევრებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები. დეტალებზე საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები