“საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ – საერთაშორისო აეროპორტებსაც”

“საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ – საერთაშორისო აეროპორტებსაც”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელი – თამარ არჩუაძე და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი – ლევან კარანაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნენ.

აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ” ადგილზე უკვე უზრუნველყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და საერთაშორისო სტანდარტებით აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა, მათ შორის, შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრთათვის სიცხის გაზომვა. ასევე, მოინიშნა მოფრენისა და გაფრენის ტერმინალები უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშორმლებს შორის.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, როგორც ცნობილია, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1-ელი ივლისიდან გეგმავს.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ლ,ვსაერთაშორისო აერპორტები მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მივიღოთ როგორც ტურისტები, ასევე, უსაფრთხოდ გაფრინდნენ ჩვენი მოქალაქეები”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ძალიან დიდი შრომა გაწია, რათა უსაფრთხოების სტანდარტები ყველა პროცედურის დროს ყველა ნაბიჯზე უმაღლეს დონეზე იყოს დაცული.

„პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ – აეროპორტებსაც”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები