ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოთხით გაიზარდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც მედიას ე.წ. მთავარი სანიტარის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განუცხადა, ყველა ინფიცირებული კარანტინზე სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებოდა.

სულ ე.წ.რესპუბლიკაში კორონავირუსის 42 შემთხვევაა გამოვლენილი.

მისი ინფორმაციით, სულ ამჟამად საავადმყოფოებში კორონავირუსისგან 12 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკებიდან 30 გამოჯანმრთებული პირია გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები